ხანძარი ბორჯომის ტყეში - თვითმხილველის გადაღებული ახლო ვიდეოკადრები

გამოწერა
გთავაზობთ თვითმხილველის მიერ ამ წუთებში გადაღებულ ვიდეოკადრებს, რომელიც ბორჯომის ტყეის ხანძარს ასახავს.

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ბორჯომ-ხარაგაულის ტყეში მეხანძრეები უკვე მეორე დღეა ებრძვიან ძლიერ ხანძარს, რომლის ჩაქრობაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

ხანძარი ბორჯომი-ხარაგაულის პარკში 20 აგვისტოს დღისით დაიწყო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარმა დაახლოებით 6 ჰექტარი ტყე გაანადგურა. ქარისა და რთული რელიეფის გამო მეხანძრეებს ცეცხლის სრულად ჩაქრობა უჭირთ.

დაახლოებით ერთი საათის წინ ხანძრის უშუალო სიახლოვეს მყოფმა თვითმხილველმა ჩვენს სააგენტოს საკუთარი სახლის აივნიდან გადაღებული ვიდეო მოაწოდა, რომელშიც ახლო ხედით ჩანს, რა მდგომარეობა იყო იმ  მომენტისთვის ცეცხლწაკიდებულ ტყეში.

„საშინელება ხდება. ახლა ვფიქრობ, გამოვიქცე აქედან. ერთი ვერტმფრენი დაფრინავს მარტო და როგორ ჩააქრობენ ცეცხლს, წარმოდგენა არ მაქვს. შეშინებულები ვართ უკიდურესად“, — აღიშნა მან სააგენტოსთან საუბრისას.

ეს ვიდეო კი სულ რამდენიმე წუთის წინაა გადაღებული.

ტელეკომპანია „იმედის ინფორმაციით, ადგილზე 200-მდე მეხანძრე და 12 ერთეული სახანძრო მანქანაა მობილიზებული. ცეცხლის ლიკვიდაციის საქმეში ასევე ჩაერთო პრეზიდენტ ილხამ ალიევის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენიც.

მეხანძრეები ცდილობენ მიუახლოვდნენ ხანძრის კერას, თუმცა ძლიერი ქარის გამო ეს ვერ ხერხდება.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0