მენინგემი-ქუთაისის გაუქმებული რეისის მგზავრთა ნაწილი საქართველოში დაბრუნდა

© FB / Минэкономики Грузииავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი
ავიაკომპანია Wizz Air-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ ეტაპზე ქუთაისში მხოლოდ ათი მგზავრის დაბრუნება გახდა შესაძლებელი.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. მენინგემში ჩარჩენილი მგზავრების ნაწილი საქართველოში დაბრუნდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.

აეროპორტის მოსაცდელი დარბაზი - Sputnik საქართველო
ავიარეისი მენინგემი-ქუთაისი გაუქმდა

ამ ეტაპზე ქუთაისში მხოლოდ ათი მგზავრის  დაბრუნება გახდა შესაძლებელი.

როგორც თავად მგზავრები ამბობენ, ფრენა „wizz air-ის“ რეისით შესრულდა დორტმუნდიდან, სადაც ისინი ავიაკომპანიამ გადაამისამართა. მათი თქმით, მენინგემიდან დორტმუნდში საკუთრი სახსრებით ჩავიდნენ და ახლა ხარჯების ანაზღაურებას ითხოვენ.

„მოგვიწია სხვა ქალაქში გამგზავრება, ვიყიდეთ დამატებითი ბილეთები და ჩვენი თანხით გადმოვფრინდით. თუმცა არის ვერსია, რომ აგვინაზღაურებენ ძველ ბილეთებს“, — განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.

შეგახსენებთ: ქუთაისის აეროპორტში ავიარეისი მენინგემი-ქუთაისი გუშინ უნდა შეესრულებინა ავიაკომპანია „wizz air-ს“, თუმცა ის გაუქმდა.  აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეისის გაუქმება ამინდის გაუარესებამ გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0