გმირის გახსენება: ლექსების კრებული და რამდენიმე კითხვა მამაზე

გამოწერა
კრებულის პრეზენტაციაზე გმირი პოლიციელის ვაჟმა ოთარ მარგიშვილმა მამის ლექსი წაიკითხა, შემდეგ კი აჩვენეს შსს-ს მიერ დამზადებული ვიდეორგოლი, რომელშიც შვილი მამას იხსენებს.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროში დაღუპული პოლიციელის, ბექა მარგიშვილის ლექსების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

ღონისძიებას, რომელიც მარგიშვილის დაბადების დღეს ეძღვნებოდა, შსს-ს წარმომადგენლების გარდა, დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ. 

კრებულის პრეზენტაციაზე გმირი პოლიციელის ვაჟმა ოთარ მარგიშვილმა მამის ლექსი წაიკითხა, შემდეგ კი აჩვენეს შსს-ს მიერ დამზადებული ვიდეორგოლი, რომელშიც შვილი მამას იხსენებს.

აღსანიშნავია, რომ ბექა მარგიშვილის ლექსების კრებული შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივითა და პირადი სახსრებით დაიბეჭდა.

შეგახსენებთ: ისანი-სამგორის სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ ბექა მარგიშვილს 2015 წლის 4 აპრილს მეტროსადგურ "ვარკეთილთან" ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, მარგიშვილი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დამნაშავეთა წინააღმდეგ ბრძოლისას გამოჩენილი განსაკუთრებული მამაცობისა და თავდადებისათვის, სიკვდილის შემდეგ, ბექა მარგიშვილი შსს-ს პირველი ხარისხის მედლით „განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დაჯილდოვდა.

ყველა ახალი ამბავი
0