ბერლინში ნეონაცისტების მარში ჩატარდა - დაკავებულია 39 ადამიანი

© REUTERS / Pawel Kopczynskiგერმანიის პოლიცია
გერმანიის პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქცია მესამე რაიხის ერთ-ერთ უმაღლესი ხელმძღვანელის, რუდოლფ ჰესის გარდაცვალებიდან 30 წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა.

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. ბერლინის პოლიციამ ნეონაცისტების მარშის მონაწილე 39 ადამიანი დააკავა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. „სააგენტო „ასოშეიტედ პრესზე“ დაყრდნობით. 

დაახლოებით 500-მდე გერმანელმა ულტრამემარჯვენემ მიიღო მონაწილეობა მარშში, რომელიც მესამე რაიხის ერთ-ერთ უმაღლესი ხელმძღვანელის, რუდოლფ ჰესის გარდაცვალებიდან 30 წლისთავის აღსანიშნავად გაიმართა.  

მსვლელობის მონაწილეებს სურდათ, მარშით ჩაევლოთ ციხესთან სადაც ჰესი სასჯელს იხდიდა, მაგრამ ადგილობრივმა მოსახლეობამ და იდეოლოგიურმა მოწინააღმდეგეებმა შეაჩერეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მთლიანობაში აქციამ სერიოზული ინციდენტების გარეშე ჩაიარა. წესრიგს მარშის მიმდინარეობისას ათასამდე პოლიციელი იცავდა.

„ასოშეიტედ პრესის“ მონაცემებით, დაკავებული ნეონაცისტებიდან 12-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, ვინაიდან ისინი ქვეყანაში აკრძალული სიმბოლიკის გამოყენებაში არიან ეჭვმიტანილები. დანარცენებს კი მანიფესტაციებისა და საჯარო შეკრებების შესახებ კანონის დარღვევისთვის წარედგინებათ ბრალი.

ყველა ახალი ამბავი
0