ისნის ბაზრობის მოვაჭრეებს ტერიტორიაზე არ უშვებენ

© Sputnik / Alexander Imedashviliისნის ბაზრობა
ისნის ბაზრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ისნის ბაზრობაზე გაჩენილი ძლიერი ხანძრის შედეგად 15 მაღაზია დაიწვა

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik.  თბილისში ისნის  მეორადი ავტონაწილების ბაზრობის მოვაჭრეებს, სავაჭრო ობიექტებთან ამ დრომდე არ უშვებენ, იუწყება ტელეარხი „იმედი“.  

ისნის ბაზრობა - Sputnik საქართველო
ხანძარი ისნის ბაზრობაზე: ვერსიები

მოვაჭრეები მასმედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. ხანძრის შედეგად ბაზრობაზე 15 მაღაზია დაიწვა. ისნის ბაზრობაზე ხანძარი დილით გაჩნდა, რომელსაც 100-მდე მეხანძრე აქრობდა.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, აღნიშნულ მომე ნტში პოლიციას გადაკეტილი აქვს ბაზრობის ნაწილი, ადგილზე მუშაობენ ექსპერტები. როგორც მოვაჭრეები აცხადებენ, მათი საქონელი არ იყო დაზღვეული, ისინი ელოდებიან ტერიტორიაზე შესვლის ნებართვას როდის მიიღებენ, რათა ზარალი დაითვალონ. ბაზრობის ადმინისტრაცია მოვაჭრეებს დახმარებას ჰპირდება. 

აღნიშნულ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე „სხვისი სივთის დაზიანების“ მუხლითაა აღძრული.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0