თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მაღაზია „ნიკორას“ დაყაჩაღების ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ა.ო., დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებული ბრალდებული თბილისში, გორგასლის ქუჩაზე მდებარე „ნიკორას“ მაღაზიას თავს დაესხა, ფული გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში დააკავეს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლით).