სურგუთში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია

© photo: Sputnik / Ирина Швец / გადასვლა მედიაბანკშითავდასხმა სურგუთში
თავდასხმა სურგუთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სურგუთის მცხოვრები რიგით გამვლელებს თავს დაესხა.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა იმ პირის ვინაობა, რომელიც სურგუთში რიგით გამვლელებს დანით თავს დაესხა, იტყობინება РИА Новости  უწყების ოფიციალურ წარმომადგენელ სვეტლანა პეტრენკოზე დაყრდნობით.

ნაშუადღევს, სურგუთის ცენტრში ადგილობრივი მცხოვრები დანით რიგით გამვლელებს თავს დაესხა, რის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. თავდამსხმელმა საპატრულო სამსახურის თანამშრომლებს დაკავებისას  წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც, პოლიცია იძულებული გახდა ცეცხლი გაეხსნა. ამ დროისთვის მოწმდება ინფორმაცია მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. 

"ამ დროისთვის გამოძიებამ თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა, წინასწარი მონაცემებით, ის 1994 წელს დაბადებული ადგილობრივი მცხოვრებია. მასზე გამოთხოვილი გვაქვს მასალები, ასევე შემოწმდება ინფორმაცია მისი შესაძლო ფსიქიკური აშლილობის შესახებ", — განაცხადა პეტრენკომ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრ ბასტრიკინმა გამოძიება პირად კონტროლზე აიყვანა. პოლიციამ უარყო მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია თავდასხმასთან დაკავშირებული მეორე მამაკაცის დაკავების შესახებ.


ყველა ახალი ამბავი
0