ბათუმში გაზგასამართ სადგურზე აფეთქებისას დაშავებული ახალგაზრდა კაცი გარდაიცვალა

© Sputnik / Seyran Baroyanხანძრის ჩაქრობა ბათუმში
ხანძრის ჩაქრობა ბათუმში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტისას დაშავდა 31 წლის მამაკაცი, რომელსაც სხეულის 90%-იანი და ასევე სასუნთქი გზების დამწვრობა ჰქონდა.

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. მამაკაცი, რომელმაც ბათუმის გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას სხეულის 90%-იანი დამწვრობა მიიღო, გარდაიცვალა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ (Imedi).

ოთხშაბათს ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც სრულად განადგურდა მეზობლად მდებარე ორი საცხოვრებელი სახლი, ხოლო რამდენიმე სერიოზულად დაზიანდა.  აფეთქებას მოჰყვა ძლიერი ხანძარი, რომლის ჩაქრობაზეც 60 მეხანძრე და მაშველი მუშაობდა.

ინციდენტისას დაშავდა 31 წლის მამაკაცი, რომელსაც სხეულის 90%-იანი და ასევე სასუნთქი გზების დამწვრობა ჰქონდა. 

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „უსაფრთხოების წესების დარღვევა ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ობიექტებზე“, რაც ჯარიმით, 3 წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0