თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. უცნობი ნიღბიანი პირი გუშინ საღამოს ბათუმში ოთხ ახალგაზრდას დანით დაესხა თავს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
ინციდენტი მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ დამნაშავე იცნობდა ახალგაზრდებს, რადგან შემთხვევამდე ახალგაზრდებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
"თავდასხმის შედეგად ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ცივი იარაღით სხეულის დაზიანებები მიიღო, ამჟამად ის ექიმების დაკვირვების ქვეშ საავადმყოფოში იმყოფება. საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ", — განაცხადა პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.
გამოძიება მიმდინარეობს ჯანმრთელობისთვის განზრახ ნაკლებად მძიმე ზიანის მიყენების მუხლით.