თბილისში შესაძლოა ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს

გამოწერა
კომისია ტარიფის გაზრდაზე განაცხადის განხილვას მეთოდოლოგიისა და მოქმედი კანონმდებლობის გათვალისწინებით აპირებს

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ განსახილველად მიიღო ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასის" განაცხადი თბილისში ელექტროენერგიაზე 2018 წლის 1 იანვრიდან სამომხმარებლო ტარიფის გაზრდის შესახებ., იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ამჟამად საქართველოში ელექტროენერგიაზე მოხმარების მოცულობიდან გამომდინარე, გადახდის საფეხურეობრივი სისტემა მოქმედებს. ტელეკომპანიის მონაცემებით, "თელასი წინადადებით გამოდის, დარჩეს ეს სისტემა, ოღონდ ყველა ტარიფი, მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობიდან გამომდინარე, 0,1-0,3 თეთრით გაიზარდოს.

ეროვნული კომისია ჯერჯერობით პროგნოზს, გაძვირდება თუ არა ელექტროენერგიის ტარიფი, არ აკეთებს.

"2015 წელს გავზარდეთ ტარიფი. ეს ლარის კურსის ცვლილებებმა გამოიწვია. მოქმედი მეთოდოლოგია ითვალისწინებს ლარის კურსის ცვლილებებს შესყიდვის კომპონენტში, და ჩვენ ამას ავსახავთ ტარიფში კანონმდებლობაში მითითებული მეთოდოლოგიით", — განაცხადა კომისიის წარმომადგენელმა გოჩა შონია.

თელასი - Sputnik საქართველო
„ინტერ რაომ" საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მორიგი სარჩელი შეიტანა

ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომისია ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ჩვენ გადავხედავთ ტარიფებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი გაიზრდება ან შემცირდება. კომისია ობიექტურად და სამართლიანად მიიღებს გადაწყვეტილებას გონივრული ხარჯების გათვალისწინებით და დაადგენს ტარიფს", — განაცხადა მინისტრის მოადგილე თორნიკე რიჟავაძემ.

რუსული ენერგოჰოლდინგ "ინტერ რაოს" შვილობილმა კომპანიებმა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანეს და ლარის დევალვაციასთან დაკავშირებით ენერგოტარიფების გაზრდაზე უარის გამო ზარალის კომპენსაციას მოითხოვენ არანაკლებ 175 მლნ აშშ დოლარის ოდენობით

"ინტერ რაოს" შვილობილმა კომპანია Silk Road-ი ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასის" 75,11%-ს ფლობს — პაკეტი საქართველოს მთავრობისგან 1998 წელს შეიძინეს. მათი კონფლიქტი საქართველოს მთავრობასთან 2015 წელს დაიწყო, როდესაც კომპანიებმა, ლარის დევალვაციასთან და გაზზე ფასების მომატების შედეგად ელექტროენერგიის თვითღირებულების გაზრდის გამო, რეგულატორისგან ელექტროენერგიაზე ტარიფების მკვეთრი ზრდა მოითხოვეს. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

 

ყველა ახალი ამბავი
0