სარაჯიშვილი: ჩვენთან დარეკეს და მშობლებმა ჩემ მაგივრად სინჯებზე ჩემი და წაიყვანეს

© FB/ Niko Bagashviliნანული სარაჯიშვილი
ნანული სარაჯიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი ნანული სარაჯიშვილი იხსენებს, როგორ დაამტკიცეს პირველ როლზე ფილში „მანანა“.
სარაჯიშვილი: მშობლებმა ჩემს მაგივრად სინჯებზე ჩემი და წაიყვანეს

„1500 ბავშვი გასინჯეს, მაგრამ სასურველი კანდიდატი ვერ შეარჩიეს. ერთ-ერთ ქეიფში ბატონმა რეზო ჩხეიძემ მნახა და ფილმის რეჟისორებისთვის უთქვამს, ისეთი ბავშვია როგორიც თქვენ გჭირდებათო. დარეკეს ჩვენთან და მშობლებმა სინჯებზე ჩემი და წაიყვანეს.

რეჟისორებს უთქვამთ, ეს ბავშვი ამ როლისთვის დიდია და პატარა წამოიყვანეთო“, — ამბობს სარაჯიშვილი.

მსახიობის თქმით, არც მშობლებს და არც მას არ ეგონათ, რომ როლზე დაამტკიცებდნენ. როცა დაურეკეს და აცნობეს, რომ ფილში გადაიღებდნენ, იმ ღამეს მომავალ მსახიობს ნერვიულობის ნიადაგზე, თურმე, სიცხემ  39 გრადუსამდე აუწია.

ყველა ახალი ამბავი
0