პოლიციამ ბათუმში ნარკოტიკების გამო 23 წლის მამაკაცი დააკავა

© AP Photo / Peter Dejongმამაკაცი ხელბორკილებით
მამაკაცი ხელბორკილებით - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბათუმში ნარკოტიკებისთვის დაკავებულ ახალგაზრდას მაქსიმალური სასჯელი ელოდება

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. პოლიციამ ბათუმში განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

1994 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქის პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ამოიღეს 769 აბი "სუბოქსინი". ბრალდებულმა დანაშაული აღიარა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.

 

ყველა ახალი ამბავი
0