ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

© REUTERS / Albert Geaესპანური პოლიცია
ესპანური პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოფიციალური ინფორმაციით, ტერაქტის შედეგად დაიღუპა 13 და დაშავდა 119 ადამიანი.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik.  ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტერაქტის შედეგად დაღუპულებს დღეს ქვეყანაში ადგილობრივი დროით 12:00 საათზე 5-წუთიანი დუმილით მიაგებენ პატივს.

გუშინ  ბარსელონის ცენტრში — რამბლას მოედანზე მინივენი საფეხმავლო გზაზე ხალხში შეიჭრა,  ესპანეთის პოლიციამ მომხდარს ტერაქტი უწოდა. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 13 და დაშავდა 119 ადამიანი. 

მაშველები და გამვლელები დახმარებას უწევენ ბარსელონის ტერაქტში დაშავებულს - Sputnik საქართველო
ფოტოებში ასახული ბარსელონის ტერაქტი

გარდა ამისა,  ესპანეთის პოლიციამ კამბრილსეში მეორე ტერაქტის მცდელობა აღკვეთა. კატალონიის პოლიციის განცხადებით, სპეცოპერაციის დროს ოთხი ტერორისტი დაიღუპა, კიდევ ერთი კი დააკავეს, რომელიც მოგვიანებით მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

პოლიციასთან შეტაკების შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია. დაშვებულთა შორის პოლიციის თანამშრომლებიც არიან.

მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. პოლიციამ ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი 28 წლის დრის უკაბირი დააკავა. დაკავებული მაროკოს მოქალაქეა და ესპანეთში ლეგალურად ცხოვრობდა.


ყველა ახალი ამბავი
0