გარდაიცვალა მსახიობი და რეჟისორი გივი სარჩიმელიძე

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სარჩიმელიძე 30 წლის განმავლობაში იყო თოჯინების სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ქართველი რეჟისორისა და მსახიობის, გივი სარჩიმელიძის გარდაცვალების გამო.

მსახიობი 87 წლისა გარდაიცვალა.

გივი სარჩიმელიძე 30 წლის განმავლობაში იყო თოჯინების სახელმწიფო თეატრის მთავარი რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

გარდა ამისა, ნათამაშები აქვს ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: ოთარ იოსელიანის „შანტრაპა“, ალექსანდრე რეხვიაშვილის „ანთიმოზ ივერიელი“ და „საფეხური“, რეზო ჩხეიძის „დონ კიხოტი და სანჩო“, გიორგი ფარაჯანოვის „ყველანი წავიდნენ“, გიული ჭოხონელიძის სერიალში „სპირალი“  და სხვ.

გივი სარჩიმელიძე დაჯილდოებული იყო საქართველოს ღირსების ორდენით და ასევე სხვა უამრავი ჯილდოთი ევროპის საერთაშორისო  თეატრალურ ფესტივალებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0