ეკა მამალაძე: ნანი ბუნებით ლიდერი იყო, მე კი ძალიან ჩაკეტილი ბავშვი ვიყავი
„არანაირი სურვილი არ მქონდა მომღერალი გავმხდარიყავი. როცა ნანი თავის ცხოვრებას ყვება, ვხვდები, რომ ის ბავშვობიდანვე უფრო მეოცნებე იყო, ბუნებით ლიდერი. მე პირიქით, ძალიან ჩაკეტილი და მშვიდი ბავშვი ვიყავი“, — ამბობს მამალაძე.
ეკა მამალაძემ სიმღერა ბავშვობიდან დაიწყო. დიდ სცენაზე 1980–იანი წლებში გამოჩნდა. მისი შესრულებით აღსანიშნავია სიმღერების ციკლი თბილისის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით.