ასტრახანის ოლქის სათათბიროს თავმჯდომარე საქართველოში არ შემოუშვეს

© FB / Igor Martynovიგორ მარტინოვი
იგორ მარტინოვი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასტრახანის ოლქის სათათბიროს თავმჯდომარე იგორ მარტინოვი, სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გვერდის ავლით ცხინვალის რეგიონში ყოფნის გამო, საქართველოში არ შემოუშვეს

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-ს თანამშრომლებმა საკონტროლო-გამშვებ პუნქტ "სადახლოზე" ქვეყანაში შემოსვლაზე უარი უთხრეს ასტრახანის ოლქის სათათბიროს თავმჯდომარე იგორ მარტინოვს.

მარტინოვი ოჯახთან ერთად მოგზაურობდა. რუსეთიდან ის ჯერ საქართველოში ჩამოვიდა და შემდეგ სომხეთში გაემგზავრა, მაგრამ უკან საქართველოში ის უკვე აღარ შემოუშვეს.

"უკანა გზა ნაკლებ სასიამოვნო აღმოჩნდა. ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში შესვლაზე მიზეზების განმარტების გარეშე უარი მითხრეს. ოჯახი საზღვარზე ორ საათზე მეტხანს დააყოვნეს. მესაზღვრეებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ ავტოტრანსპორტისთვის სხვა გზა არ არსებობს. მოგვიწია ავტომობილის დატოვება ერევანში და მინერალურ წყლებში თვითმფრინავით გაფრენა. ავტომობილს მოგვიანებით რუსეთში მეგობრები გადმოიყვანენ, რომლებთანაც სომხეთში სტუმრად ვიყავით", — დაწერა მარტინოვმა თავის Facebook-გვერდზე.

რუსული მასმედიის ინფორმაციით, საქართველოში შესვლაზე უარის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ის, რომ რამდენიმე წლის წინ, ფედერაციის საბჭოში მუშაობის დროს მარტინოვი შედიოდა ჯგუფში, რომელიც ცხინვალის რეგიონთან რუსეთის შეთანხმებაზე მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმების საკანონმდებლო უზრუნველყოფაზე მუშაობდა.

პოლიტიკოსის პრეს-სამსახურში, რომელსაც "Sputnik-საქართველო" დაუკავშირდა, საქართველოში მარტინოვის ოჯახისთვის ქვეყანაში შესვლაზე უარის ზუსტი მიზეზი არ იციან, თუმცა არ გამორიცხავენ, რომ ეს რუსეთის დელეგაციის ცხინვალის რეგიონში ჩასვლას უკავშირდება. იქ მარტინოვი რეგიონის ე. წ. პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს შეხვდა და ასევე სამახსოვრო მედლით დააჯილდოეს.

ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა. ამის საპასუხოდ თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტა და მიიღო კანონი "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", რომლის თანახმად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში შესვლა საქართველოს სასაზღვრო-გამშვები პუნქტების გვერდის ავლით ისჯება 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთითა და ჯარიმით.

 

ყველა ახალი ამბავი
0