საქართველოში 50,3 ათას პირველკლასელს ნეტბუქები დაურიგდება

© Fotolia / Christian Schwierგაკვეთილზე
გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასწავლო წლის დასაწყისში პირველკლასელებსა და მათ დამრიგებლებს ნეტბუქებს გადასცემენ.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ახალ სასწავლო წელს ნეტბუქებს სახელმწიფო სკოლების 50,3 ათასი პირველკლასელი მიიღებს, აცნობეს Sputnik-საქართველოს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოში. 

სულ განათლების სამინისტრომ წელს 53,7 ათასი Acer-ის ფირმის ნეტბუქი შეიძინა, რომელთა ნაწილი კლასების დამრიგებლებს გადაეცემათ. ტექნიკა უკვე სკოლებშია გადანაწილებული.

სახელმწიფო პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ საქართველოში 2010 წელს ამუშავდა. მაშინ ნეტბუქები მხოლოდ რამდენიმე სკოლას გამოუყვეს. 2011 წლიდან კი ისინი ყველა პირველკლასელის მერხზე გაჩნდა.

ყველა ახალი ამბავი
0