ახალი ტერაქტი ესპანეთში: კამბრილსში მოჯაჰედის ქამრებიანი ტერორისტები გაანადგურეს

© REUTERS / Stringerტერაქტი ესპანეთში
ტერაქტი ესპანეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბარსელონაში მომხდარი ტერაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, კამბრილსში, რომელიც ბარსელონიდან 120 კმ-თაა დაშორებული, იგივე სახის ტერაქტი განმეორდა

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ესპანეთის პოლიცია ადასტურებს, რომ საკურორტო ქალაქ კამბრილსში (ესპანეთი, კატალონია) ხუთი ტერორისტია განადგურებული, რომლებსაც მოჯაჰედის ქამრები ეკეთათ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო „ასოშეიტედ პრეზე“ დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, კამბრილსში, რომელიც ბარსელონიდან 120 კმ-თაა დაშორებული, იგივე სახის ტერაქტი განმეორდა: ფურგონი ხალხში შეიჭრა, რა დროსაც დაშავდა შვიდი ადამიანი. დაშავებულთა შორის იყო პოლიციელიც.

​სროლებისას სამართალდამცველებმა ოთხი ტერორისტი გაანადგურეს, ხოლო მეხუთე დაჭრეს და ის მოგვიანებით გარდაიცვალა.

ამას გარდა, ორი აფეთქება მოხდა ალკანარაში, რა დროსაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათზე მეტი დაშავდა.

ვარაუდობენ, რომ აფეთქდა ტერორისტების მიერ დამზადებული ბომბი.

ამ დროისათვის პოლიცია სამ ქალაქში მომხდარ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირებს იკვლევს.

ყველა ახალი ამბავი
0