თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტის მთავარმა სტრატეგიულმა თანაშემწე სტივენ ბენონმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ჩინეთთან ეკონომიკურ ომს აწარმოებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„ჩვენ ჩინეთთან ეკონომიკური ომის მდგომარეობაში ვართ. მათ არ ერიდებათ ილაპარაკონ იმაზე, რასაც აკეთებენ. ერთ-ერთი ჩვენგანი ჰეგემონი გახდება უახლოეს 25-30 წლებში და თუ ჩვენ გზას დავუთმობთ, ეს [ჩინეთი] იქნება“, — განაცხადა ბენონმა გამოცემა American Prospect-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, პეკინს შეუძლია მიაღწიოს შეთანხმებას, რასაც ფხენიანის ბირთვული პროგრამის გაყინვა მოჰყვებოდა. ვაშინგტონი კი ასეთ შემთხვევაში კორეის ნახევარკუნძულიდან საკუთარ ჯარებს გაიყვანდა. თუმცა პრეზიდენტის სტრატეგიულ თანაშემწეს მიაჩნია, რომ ეს შორეული პერსპექტივაა.