მახარაშვილი: სულ ნეგატიურს წერენ, ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი
„სამწუხაროა, რომ ყველაფერზე ნეგატიურს წერენ. თან ყველა თაობა წერს. ჩემი მეგობრის შვილები, რომლებიც 13-14 წლის არიან, ისინიც ვიღაცას ლანძღავენ. ძალიან დამღლელია ეს ყველაფერი. ყოველთვის ვცდილობ, ვინმემ თუ რამე ცუდი დამიწერა, არავის არ ვუპასუხო“, — ამბობს მახარაძე.
როგორც გიორგი ამბობს, არაერთხელ გამხდარა ბულინგის მსხვერპლი. მეუღლესთან ერთად გონიოში ისვენებდა. ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, ვითომ წყვილი შრი-ლანკაზე ისვენებდა, რასაც წყვილის მიმართ ლანძღვა და უცენზურო კომენტარები მოჰყვა.