თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ქართველმა მაშველებმა აჭარის კურორტ ციხისძირში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს და ნაპირზე გამოიტანეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
მაშველებმა მამაკაცის ძებნა ოთხშაბათ საღამოს დაიწყეს. მასმედიის ინფორმაციით, დაღუპული ეროვნებით სომეხი იყო, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა და საქართველოში დასასვენებლად ჩამოვიდა.
„შეტყობინება გუშინ შებინდებისას მივიღეთ, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დავიწყეთ საძიებო სამუშაოები. ძებნას 10-კაციანი ჯგუფი შეუდგა", — განაცხადა უწყებს თანამშრომელმა.
მყვინთავებმა და წყალზე მაშველებმა ტექნიკის გამოყენებით სამაშველო ოპერაცია დაიწყეს, თუმცა, ცუდი ხილვადობის გამო სამძებრო ოპერაციის შეჩერება მოუწიათ, აღნიშნეს უწყებაში.
„საძიებო სამუშაოები გამთენიისას განვაახლეთ და დაახლოებით ერთ საათში ცხედარი ვიპოვეთ", — განაცხადეს სააგენტოში.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „თვითმკვლელობამდე მიყვანა", რაც სამ წლამდე თავისუფლების შეზღუდვით ან ორიდან ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.
შსს-ს ბოლო მონაცემებით, 2017 წლის ზღვის სეზონის გახსნიდან მოყოლებული საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე წყალზე მაშველებმა 300-მდე საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქე გადაარჩინეს. აქედან უმრავლესობა ზღვიდან 4-5 ბალიანი შტორმის დროს გამოიყვანეს.