თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ამერიკული ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, 2017 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი 28 წლის ემა სტოუნი გახდა, რომელმაც „ოსკარი“ „ლა-ლა-ლენდში“ შესრულებული როლისთვის მიიღო, იუწყება РИА Новости
სტოუნმა 2017 წელს 26 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავა.
მსახიობი ასევე არის „ოქროს გლობუსის“ (2017), BAFTA —ს (2017) და სამი „კინომსახიობთა გილდიის პრემიის“ ლაურეატი. „ოსკარი“ სტოუნმა 2017 წელს მიიღო.
Forbes-ის რეიტინგში მეორე ადგილი ამერიკელმა მსახიობმა, ტელესერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავმა ჯენიფერ ენისტონმა დაიკავა, რომელმაც წლის განმავლობაში 25,5 მლნ აშშ დოლარი გამოიმუშავა.
მესამე ადგილზე კი ჯენიფერ ლოურენსი აღმოჩნდა, რომელმაც „შიმშილის თამაშებში“ მთავარი როლი შეასრულა. 2017 წელს მისმა შემოსავალმა 24 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. შემდეგ მოდიან მელისა მაკარტნი (18 მლნ აშშ დოლარი) და მილა კუნისი (15,5 მლნ აშშ დოლარი).