თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ბარსელონაში ავტომობილი სამ პოლიციელს დაეჯახა, იუწყება Sputnik Mundo ესპანელ ჟურნალისტებზე დაყრდნობით.
გამოცემა წერს, რომ შემთხვევა დიაგონალის პროსპექტზე მოხდა და გამორიცხული არ არის, რომ მძღოლმა უბრალოდ საჭე ვერ დაიმორჩილა.
დაშავებული პოლიციელების მდგომარეობაზე არაფერია ცნობილი.
მანამდე მინივენი ბარსელონის ცენტრში საფეხმავლო გზაზე ხალხში შეიჭრა. არიან დაშავებულები და დაღუპულები.
#Barcelona hope this is the gut and he will burn in hell…@COSMO__ARD pic.twitter.com/9pyEhctOkb
— Ralf Pytlik (@PytlikRalf) August 17, 2017
პოლიციამ მომხდარი ტერაქტად შეაფასა. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია დაახლოებით 13 ადამიანი. საავადმყოფოებში 56 დაშავებულია გადაყვანილი. ხელისუფლებამ ოფიციალურად ერთი ადამიანის გარდაცვალება 32 კაცის დაშავება დაადასტურა.
Sputnik Mundo-ს ინფორმაციით, ტერაქტში ეჭვმიტანილი ორი პირიდან ერთი დაკავებულია. ეს ინფორმაცია პორტალმა პოლიციისგან მიიღო.
The van used in the Barcelona attack was rented by Driss Oukabir, as identified by the Civil Guard pic.twitter.com/PksWFse5iq
— El_Grillo (@El_Grillo1) August 17, 2017
მანამდე პოლიციამ ერთ-ერთი ეჭვმიტანილის ფოტო გაავრცელა, რომელსაც დრის ოუკარიბი ჰქვია. El Pais-ის ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც ტერაქტი განახორციელა, ოუკარიბს არენდით ჰქონდა აღებული.