ბარსელონის ტერაქტში საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან

© AFP 2024 / Josep LAGOვითარება ბარსელონაში
ვითარება ბარსელონაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინციდენტი ქალაქის ტურისტულ ცენტრში მოხდა. მედიის ინფორმაციით, დაშავებულია დაახლოებით 20 ადამიანი, დაღუპულია 13 კაცი.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ბარსელონაში ხალხში მიკროავტობუსის შევარდნის შედეგად დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან, აცხადებს საქართველოს ვიცე-კონსული ბარსელონაში ლია ახალბედაშვილი. 

„ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ჩვენ კავშირი გვაქვს ადგილობრივ პოლიციასთან და როგორც კი სხვა ინფორმაცია გაგვიჩნდება, საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება“, — განაცხადა ახალბედაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სიფრთხილისკენ მოუწოდა ბარსელონაში მყოფ თანამემამულეებს.

​„ესპანეთის სამეფოს ქალაქ ბარსელონაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით ქ. ბარსელონაში საქართველოს საკონსულოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +34687661274. ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ბარსელონაში მოვუწოდებთ მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს საკონსულო დაწესებულებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაცია“, — ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამ დროისათვის შემთხვევის რაიონი შემოსაზღვრულია, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო დახმარება. დაკეტილია მეტრო და მაღაზიები. მოსახლეობას სთხოვენ, არ მიუახლოვდნენ შემთხვევის ადგილს.

გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინციდენტის შემდეგ ორი შეიარაღებული პირი ერთ-ერთ რესტორანში შევარდა, სადაც, სავარაუდოდ, მძევლები ჰყავთ აყვანილი.

ყველა ახალი ამბავი
0