თბილისში 13 კგ-მდე კოკაინი და სხვა ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურეს

© photo: Sputnik / Sergey Venyavsky / გადასვლა მედიაბანკშიSynthetic drugs
Synthetic drugs - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სამ თვეში ერთხელ ანადგურებენ.

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შს მინისტრის ბრძანებით შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ 44 კგ-მდე ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომლებიც საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს იყო ამოღებული, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.

„[განადგურებულია] უკანონო ბრუნვიდან ამოღებული სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები: 12 კილო და 900 გრამი კოკაინი, 1 კილო და 792 გრამი ჰეროინი, 1343 აბი „სუბუტექსი“, კოდეინის შემცველი 2863 აბი, 14 კილო და 425 გრამი კანაფი, 14 კილო და 456 გრამი მარიხუანა, 25,6 გრამი მეტადონი, 797 აბი „მდმა“, 1820 აბი „ტრამადოლი“, ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

ნარკოტიკული საშუალებები ახალი ტექნოლოგიით განადგურდა მაღალტემპერატურულ ღუმელში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სამ თვეში ერთხელ ანადგურებენ.

ნარკოტიკების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

ყველა ახალი ამბავი
0