თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. სომხეთის ჩრდილო-დასავლეთით, სპიტაკთან ახლოს სეისმოლოგებმა 2,5 მაგნიტუდის მიწისძვრა დააფიქსირეს, იუწყება "Sputnik-სომხეთი" ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს სეისმური დაცვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით.
მიწისძვრის ეპიცენტრი სპიტაკიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა ნიძგები ადგილობრივი დროით 05:07 საათზე დაფიქსირდა.
მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე ეპიცენტრში სამი ბალი იყო.
გუშინ სომხეთის შირაქის ოლქში 2,8 მაგნიტუდის ორი მიწისძვრა დაფიქსირდა.
სპიტაკში მძლავრი მიწისძვრა მოხდა 1988 წელს. მისი მაგნიტუდა 6,8 – 7,2 მაგნიტუდას შეადგენდა. მიწისძვრამ სომხეთის ჩრდილოეთ ნაწილი თითქმის მთლიანად მიწასთან გაასწორა. სპიტაკში მიწისქვეშა ბიძგების ინტენსიურობა 9-10 ბალს აღწევდა. ბიძგები იგრძნობოდა საქართველოშიც.