თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა გარდაბნის რაიონში, ე.წ. ზოოვეტის დასახლებაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 26-წლის მამაკაცი დააკავა, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 44 შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულის ოჯახი შსს-ს ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმება და მასმედიისთვის მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რომ მას ნარკოტიკები ჩაუდეს. ჟურნალისტებმა ასევე გაარკვიეს, რომ 3 თვის წინ ანალოგიური ბრალდებით დაკავეს ბრალდებულის დედაც.
საქართველოში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკვე ხუთი ადამიანია დაკავებული.