რა უნდა იქონიონ თან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა?

CC BY-SA 2.0 / storem / The Huntნადირობა
ნადირობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 19 აგვისტოს დაიწყება და მომავალი წლის 15 თებერვლამდე გასტანს, განუცხადა გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.
რა უნდა იქონიონ თან გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა?

„გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის — 10 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი  და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული  სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი“, — აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. 

ნადირობისთვის დაშვებულ გადამფრენ ფრინველთა სახეობების ჩამონათვალი, ვადები და დღიური ლიმიტის შესახებ ინფორმაცია განთავსებულია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე. 


ყველა ახალი ამბავი
0