კინო თბილისში: რა ვნახოთ 17-20 აგვისტოს

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში
თბილისის ერთ-ერთ კინოთეატრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
Sputnik-საქართველო განაგრძობს ყველაზე ცხელი კინოპრემიერებისა და საინტერესო ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომელთა გამოტოვებაც არ ღირს.

17 აგვისტოს თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ ნახოთ:

„ემოჯი ფილმი“ (The Emoji Movie) — ამერიკული კომედიური კომპიუტერულ-ანიმაციური ფილმი სტუდია Sony Pictures Animation-ისგან, რომელიც რეჟისორმა ტონი ლეონდისომმა გადაიღო.
იცით თუ არა, რომ ყველა სმარტფონში არის ფერადოვანი ქალაქი ტექსტოპოლისი, რომელშიც ემოჯები ცხოვრობენ? და რამხელა სიხარულს გვრის მათ ტელეფონის პატრონის მიერ ტექსტისთვის რომელიმე მათგანის არჩევა? თითოეული ემოჯი ერთ ემოციას გამოხატავს, მაგრამ ჯინი რამდენიმე ემოციაზე აგებს პასუხს. არადა სურს, ისიც თანამოძმეებს ჰგავდეს და ამიტომ მეგობრებთან ერთად მიდის სამოგზაუროდ იმ პროგრამის საპოვნელად, რომელიც გარდასახვაში დაეხმარება.

საინტერესო ფაქტები: კინოკრიტიკოსებმა მულტფილმი უკიდურესად უარყოფითად შეაფასეს. ზოგმა მას ანიმაციური ფილმების ისტორიაში ყველაზე ცუდი ფილმი უწოდა და თქვა, რომ მისი ნახვა — ეს დროის ტყუილი ხარჯვაა.  

„ქილერის მცველი“ (The Hitman's Bodyguard) — პატრიკ ჰიუზის კომედიური ბოევიკი რაიან რეინოლდსისა და სემუელ ელ ჯექსონის მონაწილეობით.

მაიკლ ბრიუსი მსოფლიო დონის პირადი მცველია, რომლის ახალი საქმიანობაც  ქილერ დარიუს კინკეიდის დაცვაა. მან უნდა მოახერხოს და ქილერი 24 საათში ცოცხალი მიიყვანოს გაეროს სასამართლოს რეზიდენციამდე, და ეს მაშინ, როდესაც კინკეიდის მოკვლას ბევრი ვინმე ცდილობს.

საინტერესო ფაქტები: ფილმის პოსტერი პაროდიული ხასიათისაა, რომელიც კევინ კოსტნერისა და უიტნი ჰიუსტონის სცენას ასახავს ფილმიდან „პირადი მცველი“. სხვათა შორის, „ქილერის მცველის“ თრეილერშიც სწორედ ის მუსიკა ისმის, რომლითაც ესოდენ ცნობილია „პირადი მცველი“.

გასულ კვირას თბილისის კინოთეტარების ეკრანებზე გამოვიდა შვედი რეჟისორის, დევიდ სანდბერგის საშინელებათა ფილმი „ანაბელის წყევლა: დასაწყისი“ და ლიუკ ბესონის ფანტასტიკური ფილმი „ვალერიანი და ათასი პლანეტის ქალაქი“.

ასევე შეგიძლიათ ნახოთ დანიელი რეჟისორის, ნიკოლაიარსელის ფანტასტიკური ფილმი „ბნელი კოშკი“, ტეილორ შერიდანის „ქარიანი მდინარე“, ბენი ბუმის ბიოგრაფიული დრამა თუფაქ შაკურზე, სოფია კოპოლას დრამატული თრილერი „საბედისწერო ცდუნება“ და სხვ.

მულტფილმები ბავშვებისთვის: „გახდი ლეგენდა! ბიგფუტ უმცროსი“ და „საძაგელი მე — 3“.

გისურვებთ სასიამოვნო კინოჩვენებას!

 

ყველა ახალი ამბავი
0