თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. რუსეთის სახალხო არტისტი ვერა გლაგოლევა 62 წლის გარდაიცვალა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости მსახიობის მეგობარ, მსახიობ ლარისა გუზეევაზე დაყრდნობით.
რუსული მასმედიის ინფორმაციით, ვერა გლაგოლევა აშშ-ში ონკოლოგიური დაავადების შედეგად გარდაიცვალა.
ვერა გლაგოლევას მრავალი როლი აქვს შესრულებული ფილმებში, მათ შორისაა "На край света" (1975), "Другая женщина, другой мужчина" (2003), "С ног на голову" (2003), სერიალებში: "Маросейка, 12" (2000), "Женщина желает знать…" (2008). ასევე მოღვაწეობდა თეატრის სცენაზე.
გლაგოლევას შემოქმედება არაერთ კინოფესტივალზე აღინიშნა.
მას ჰყავდა ორი მეუღლე — რეჟისორი როდიონ ნახაპეტოვი და ბიზნესმენი კირილ შუბსკი, ჰყავს სამი შვილი.