ბათუმში გაზგასამართი სადგურის ძლიერი აფეთქების შედეგად რამდენიმე სახლი განადგურდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან.
ბათუმში გაზგასამართი სადგურის ძლიერი აფეთქების შედეგად ახლოსმდებარე რამდენიმე სახლი დაინგრა. კიდევ რამდენიმე შენობას მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. აფეთქების შემდეგ გაჩნდა ხანძარი, რომლის ლიკვიდაციზეც 60 მეხანძრე და მაშველი მუშაობდა.
აფეთქების შედეგად ძლიერი დაზიანება მიიღო ორმა ადამიანმა, უსახლკაროდ დარჩა ოთხი ოჯახი, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას დაპირდა. აფეთქების ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ირკვევა, გაზგასამართი სადგრი ნებართვის გარეშე ფუნქციონირებდა. ადგილობრივები წინა დღეს აირის სუნის შესახებ იტყობინებოდნენ.