თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლილოში დააკავეს მამაკაცი, რომელიც 2013 წლიდან იძებნებოდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия უწყების პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულმა 2013 წელს ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ადამიანი და დანაშაულის ადგილიდან მიიმალა. ქართული მასმედიის ცნობით, დაჭრილი აზერბაიჯანის მოქალაქე იყო.
დაკავებისას სამართალდამცველებმა ბრალდებულს აღმოუჩინეს ცეცხლსასროლი იარაღი.
მის მიმართ აღძრული იყო სისხლის სამართლის საქმე ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე ზიანის მიყენების მუხლით, რაც სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობით ისჯება.