თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ელექტრონული მუსიკის პოპულარული წრმომადგენელი ნიკოლას ჯაარი (Nicolas Jaar) თბილისში მსმენელის წინაშე 21 სექტემბერს წარდგება.
კონცერტი თბილისურ კლუბ Space Hall-ში გაიმართება.
ნიკოლას ჯაარი 1990 წლის 10 იანვარს ნიუ-იორკში დაიბადა. როდესაც ორი წლის იყო, ოჯახი მამის სამშობლოში — ჩილეში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მომავალმა მუსიკოსმა თითქმის მთელი ბავშვობა გატარა. 10 წლის შემდეგ ოჯახი კვლავ აშშ-ში დაბრუნდა. ჯაარმა შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა ბრაუნის უნივერსიტეტში შეისწავლა.
ჯაარი მუსიკით 2004 წელს დაინტერესდა და პირველი მინი-ალბომი Wolf + Lamb Music-ი 17 წლის ასაკში გამოსცა, ხოლო სადებიუტო ალბომი Space Is Only Noise Resident Advisor-ი დაMixmag-ი 2011 წლის საუკეთესო ფირფიტების სათავეში მოექცა, გარდა ამისა, მეორე ადგილი დაიკავა ანალოგიურ რეიტინგში DJ Mag-ი და მე-20 Pitchfork-ის რედაქციის მოსაზრებით. ჯაარმა საკუთარი რეკორდ-ლეიბლი Clown & Sunset-ი დააარსა.
ჯაარის თქმით, მასზე დიდი გავლენა ერიკ სატისა და რიკარდო ვილალობოსის მუსიკამ იქონია. მოზარდობის ასაკში ის ტრიპ-ჰოპით იყო გატაცებული, ასევე უსმენდა ეთიოპიურ ჯაზს, Stones Throw-სა და New Order-ის ფირფიტებს.