გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებული ხმები უარყო

გამოწერა
როგორც მასმედია იტყობინებოდა, გიორგი ჩოგოვაძემ ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM Fest-ის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik.  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი ჩოგოვაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მოარული ხმები უწოდა.

მასმედიამ ჩოგოვაძის მხრიდან თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია სამშაბათს გაავრცელა და მის შემცვლელად საქართველოში მცხოვრები შვედი ბიზნესმენი ჟან ფრედერიკ პოლსენი დაასახელა. 

GEM Fest 2017 - Sputnik საქართველო
ანაკლია: GEM Fest დღისით და ღამით

„მე არ ვტოვებ თანამდებობას. ჩვენ ტურიზმის სფეროში ჯერ კიდევ ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ მუშაობას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ. დღევანდელი დღეც ტურიზმის ადმინისტრაციისთვის გამორჩეული  არაფრით იყო“, — განაცხადა ჩოგოვაძემ ჟურნალისტებთან.

როგორც მასმედია იტყობინებოდა,  გიორგი ჩოგოვაძემ ელექტრონული მუსიკის ფესტივალის, GEM Fest-ის გარშემო ატეხილი სკანდალის გამო თანამდებობა დატოვა, რომლისთვისაც დაახლოებით 1,9 მლნ ლარი იყო გამოყოფილი.

„არ ვფიქრობ, რომ სწორი იყოს ტურიზმის განვითარების დაკავშირება ერთ კონკრეტულ პროექტთან. მით უმეტეს, როდესაც პროექტ GEM Fest-ს თავისი პასუხისმგებელი პირები ჰყავს და ისინი თქვენ უფრო დაწვრილებით აგიხსნიან  GEM Fest-ის ირგვლივ შექმნილ ვითარებას“, — დასძინა მან.

გიორგი ჩოგოვაძე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სათავეში 2014 წლის ნოემბრიდან ჩაუდგა. 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0