საქართველოში ერთი წლის წინ დაღუპული მებროლი-მყვინთავების ხსოვნას პატივი მიაგეს

გამოწერა
საწვრთნელი ვარჯიშის დროს დაკარგული მებრძოლი-მყვინთავების ცხედრების პოვნა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik.  საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გონიოში პატივი მიაგო  ქვეყნის შეიარაღებული ძალების კაპრალ იაგო შარაძისა და პირველი კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის ხსოვნას, რომლებიც გასულ წელს საწრთნელი ვარჯიშის დროს დაიხრჩვნენ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

გონიოს ყოფილი სასროლეთის საზღვაო ზოლში  შარაძე და ნანეტაშვილი მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ. ისინი საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალებში მსახურობდნენ. მათი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის 16 აგვისტოს გავრცელდა. სამძებრო ოპერაციაში ჩართული იყვნენ თურქი და ამერიკელი სამხედროებიც, თუმცა, ცხედრების პოვნა დღემდე ვერ მოხერხდა. 

„ერთი წლის წინ გეგმიური სწავლების დროს ჩვენ აქ ორი სამხედრო მოსამსახურე დავკარგეთ. ამ ტრაგედიის გამო მწუხარებას  კიდევ ერთხელ  გამოვხატავ და ვუთანაგრძნობ ოჯახებს“, — განაცხადა იზორიამ.

იზორიამ, საქართველოს  შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსთან ერთად,  დაკარგული მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად ზღვაში გვირგვინები ჩაუშვა. 

1990 წელს დაბადებული კაპრალი იაგო შარაძე საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-3 ასეულის მე-3 ჯგუფის საინჟინრო სპეციალისტად 2010 წლის 15 დეკემბრიდან მსახურობდა.

1992 წელს დაბადებული I კლასის რიგითი გიორგი ნანეტაშვილი კი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლის 26 ივნისს ჩაირიცხა. I კლასის რიგითი ნანეტაშვილი სპეციალური ოპერაციების ძალების სპეცდანიშნულების ბატალიონის მე-2 ასეულის მე-4 ჯგუფის კავშირგაბმულობის სპეციალისტი იყო. 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0