საქართველოში ხმაური აიკრძალა: დაწესდა ჯარიმები

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები თბილისის ქუჩებში
ტურისტები თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ხმაური უკვე აიკრძალა, დასაშვებ ნორმებზე მუშაობა მიმდინარეობს

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. შესწორებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლითაც ხმაური იკრძალება, დღეს, სამშაბათს ამოქმედდა.

კანონის პირველად დარღვევის შემთხვევაში დამრღვევს გააფრთხილებენ. მეორედ დარღვევას ფიზიკური პირის შემთხვევაში 150, ხოლო იურიდიული პირის — 500 ლარის ოდენობის ჯარიმა მოჰყვება. ყოველი მომდევნო შემთხვევა გაორმაგებული ჯარიმით დაისჯება.

აკრძალულია პიროტექნიკის გამოყენება ღამის საათებში, გარდა დღესასწაულებისა: ახალი წელი, ძველით ახალი წელი, 9 აპრილი და დამოუკიდებლობის დღე. დამრღვევი დაისჯება — ფიზიკური პირი 150, ხოლო იურიდიული პირი — 500 ლარის ოდენობის ჯარიმით. ხელმეორე დარღვევის დროს ჯარიმა გაორმაგდება.

კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: თბილისს ძირეული ცვლილებები სჭირდება

კანონის თანახმად, ღამის საათებია 23:00-დან 07:00 საათამდე.

რაც შეეხება ხმაურის დასაშვებ ნორმებს, ამაზე მუშაობს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

წინასწარი ინფორმაციით, ბინასა და სახლში ეს იქნება მაქსიმალური 35 დეციბელი დღისით და 30 — ღამით.

სავაჭრო ობიექტებში ხმაურის დასაშვები ნორმა იქნება 55 დეციბელი, სამედიცინო დაწესებულებებში — 40, ხოლო სასწავლო დაწესებულებებში — 35.

ვითარება ბარებსა და რესტორნებში დამოკიდებული იქნება საცხოვრებელ სახლებთან დაშორებულ მანძილზე. დაბალი სახლიდან სიახლოვეს დასაშვები იქნება 50-მდე დეციბელი, ღამით — 40-მდე. მაღალი შენობის სიახლოვეს — დღისით 55, ხოლო ღამით — 45 დეციბელი.

 

ყველა ახალი ამბავი
0