ქვათაცვენა საქართველოს მაღალმთიანეთში: წესი-ურავის გზაზე შეზღუდვები დაწესდა

© photo: Sputnik / Stringerგზა მესტიაში
გზა მესტიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
წესი-ურავის გზაზე ქვათაცვენა პერიოდულად მეორდება

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, წესი-ურავის საავტომობილო გზაზე ქვათაცვენის გამო მძღოლებს გადაადგილება არ შეუძლიათ საღამოდან დილამდე, აღნიშნულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე აკრძალვა ყოველდღიურად 19:00-დან 07:00 საათამდე დაწესებულია წესი-ურავის გზის მეხუთე კილომეტრზე. დანარჩენ დროს მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს შსს-ს თანამშრომლები მოძრაობის წესების დაცვას თვალყურს მიადევნებენ, რადგან ქვათაცვენა პერიოდულად მეორდება. რამდენხანს იმოქმედებს შეზღუდვები, ჯერჯერობით უცნობია.

 

ყველა ახალი ამბავი
0