პოლიციამ ფონიჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიციის მანქანა
საპატრულო პოლიციის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. ისანი-სამგორის პოლიციის სამმართველოს მე-9 განყოფილების თანამშრომლებმა სოფელ ფონჭალაში ნარკორეალიზატორი დააკავეს, იუწყება შსს-ის პრესსამსახური.

„1987 წელს დაბადებული ე.ჯ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ბრალდებით, სოფელ ფონიჭალაში დააკავეს“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ ე.ჯ.-ს მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, ოთხ შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით).

ყველა ახალი ამბავი
0