საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის რუსეთში საქართველოს ორი მოქალაქეა დაკავებული

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებს რუსეთში საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმრობა შეუფარდეს

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ორ მოქალაქეს, რომლებმაც უკანონოდ გადაკვეთეს რუსეთის საზღვარი, საერთო ჯამში 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ყაბარდო-ბალყარეთის სასაზღვრო სამსახურზე დაყრდნობით.

როგორც სააგენტოს ინფორმაციიდან ირკვევა, 2016 წლის ოქტომბერში საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთაგან ერთი 32, ხოლო მეორე 18 წლისა იყო, მესტიის რაიონიდან ფეხით გადაკვეთეს დონღუზ-ორუნბაშის უღელტეხილი და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადავიდნენ, სადაც დააკავეს კიდეც მესაზღვრეებმა.

ყაბარდო-ბალყარეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, საზღვრის დამრღვევები, რომლებსაც რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლაში მესტიელი მონადირეები დაეხმარნენ, რუსეთში ლეგალურად ცხოვრების უფლების მიღებას აპირებდნენ.

ყაბარდო-ბალყარეთის ელბრუსის რაიონულმა სასამართლომ ერთ-ერთ დაკავებულს 2 წლითა და სამი თვით, მეორეს კი 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში. 

ყველა ახალი ამბავი
0