თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. უამინდობის გამო ოთხი შიდა ავიარეისი გადაიდო, განუცხადა Sputnik-საქართველოს ნატახტრის აეროდრომის წარმომადგენელმა.
გაუქმდა რეისები მაღალმთიანი მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით.
„რეისები გაუქმებულია. სამწუხაროდ, არ შეგვიძლია მგზავრების გადანაწილება უახლოეს რეისებზე, ვინაიდან მხოლოდ ერთი თვითმფრინავი გვყავს. მგზავრებს ბილეთების საფასური სრულად დაუბრუნდებათ უკან. როგორც წესი, ჩვენ ვაფრთხილებთ ხოლმე მგზავრებს [უამინდობის გამო რეისი გაუქმების თაობაზე], ეს ინფორმაცია ბილეთშიცაა მითითებული“, — აღნიშნა აეროდრომის წარმომადგენელმა.
აღსანიშნავია, რომ რეისი ნატახტარი-მესტია-ნატახტარი კვირაში ოთხი დღის განმავლობაში სრულდება: სამშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას.