ვიდეოხიდი თბილისი-მინსკი-ასტანა-ბიშკეკი-ბელგრადი-კიშინიოვი-მოსკოვი-ულან-ბატორი თემაზე „მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX ფესტივალი რუსეთში: რა მოამზადეს ორგანიზატორებმა, რით გვეწვევიან სტუმრები“ — თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში ხუთშაბათს, 17 აგვისტოს, 14:00 საათზე გაიმართება.
მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტობის XIX ფესტივალი, რომლის ლოზუნგიცაა „მშვიდობის, სოლიდარობისა და სოციალური სამართლიანობისთვის, ჩვენ ვიბრძვით იმპერიალიზმის წინააღმდეგ — პატივს ვცემთ წარსულს, ვაშენებთ მომავალს!“ — 2017 წის 14-22 ოქტომბერს ჩატარდება ქალაქ სოჭში.
ეს ფესტივალი უმსხვილესი საერთაშორისო მოვლენაა ახალგაზრდულ ურთიერთქმედებებში. ფესტივალში სავარაუდოდ 20 ათასი კაცი მიიღებს მონაწილეობას, რომელთაგან ნახევარი უცხოეთის სახელმწიფოთა მოქალაქეები იქნებიან ხუთი კონტინენტის 150 სახელმწიფოდან.
ფესტივალი პლანეტის პროგრესულ ახალგაზრდობას გააერთიანებს: ახალგაზრდული ორგანიზაციების ლიდერებს, შემოქმედებითი პროფესიების წარმომადგენლებს, ინჟინრებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებს, მეცნიერებსა და სხვ. რიგი უცხოეთის სახელმწიფოებიდან 250 კაციანი დელეგაციები ჩამოვა.
დაწვრილებით ქვეყანათა ფესტივალში მონაწილე დელეგაციების ფორმირების, რეგიონული პროგრამის უნიკალურობის, სადისკუსიო თემებისა და ფესტივალში მონაწილე ადამიანების შესახებ ისაუბრებენ:
თბილისში:
- ნესტან ჩიტაია — ეროვნული მოსამზადებელი კომიტეტის წევრი, ჯგუფ „ბანის“ საკონცერტო დირექტორი;
- ნატა წერეთელი — ევგენი პრიმაკოვის სახელობის საქართველო-რუსეთის საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორის მოადგილე.
მინსკში:
- ნატალია პშენიჩნაია — ბელარუსის განათლების სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელი;
- ტატიანა სიმანოვსკაია — ბელარუსის განათლების სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე.
ასტანაში:
- კანატ კაბიდენოვი — რელიგიისა და სამოქალქო საზოგადოების საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი.
ბელგრადში: მილოშ კოვაჩევიჩი;
- ევგენი დემინი — კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის საკითხთა სამმართველოს ხელმძღვანელი.
ბიშკეკში:
- ტალგათ აბდირახმანოვი — ახალგაზრდუ;ი პოლიტიკის განყოფილების წამყვანი სპეციალისტი;
- ბერმეტ კანიმეტოვი — „ახალგაზრდული ინიციატივების განვითარების ფონდის“ დირექტორი.
კიშინიოვში:
- ნიკიტა ცურკანი — მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის ეროვნული მოსამზადებელი კომიტეტის თავმჯდომარე;
- ევგენი პოლიაკოვი — მოლდოვის ინტელექტუალური თამაშების ასოციაციის თავმჯდომარე, ფესტივალის ეროვნული მოსამზადებელი კომიტეტის წევრი;
- დენის იაკიმოვსკი — ფესტივალის ეროვნული მოსამზადებელი კომიტეტის თანათავმჯდომარე.
მოსკოვში:
- ვიტალი სოლონეცკი — მსოფლიო ახალგაზრდული ფესტივალის მონაწილეებთან მუშაობისა და საერთაშორისო ურთიერთქმედების საქმეთა დირექციის ხელმძღვანელი;
- დმიტრი ივანოვი — ახალგაზრდულ საქმეთა ფედერალური სააგენტოს განყოფილების ხელმძღვანელი;
- ილია სვირიდოვი — რუსეთის ეროვნული მოსამზადებელი კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალგაზრდების სოციალ-დემოკრატიული კავშირი სამართლიანი ძალის“ ლიდერი;
- ელენა ერაკინა — დსთ-ს ქვეყნებთან მუშაობის სპეციალისტი.
ულან-ბატორში:
- ცეველგარჩაა არილდიიპურევი — მონღოლეთის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს განყოფილების ხელმძღვანელი.
მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ვიდეოხიდზე, რომელიც ჩატარდება თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში შემდეგ მისამართზე:
თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.
ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.
მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.
გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით თბილისის საერთაშორისო პრესცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.