საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 8 ათასზე მეტი უცხოელი სწავლობს

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშისტუდენტები
სტუდენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში უცხოელები, ძირითადად, ირჩევენ სოციალურ მეცნიერებებს, ბიზნესს, იურისპრუდენციასა და მედიცინას.

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 2016-2017 სასწავლო წელს განათლება 8 ათასზე მეტმა უცხოელმა სტუდენტმა მიიღო, აღნიშნულია "საქსტატის" ვებ-გვერდზე განთავსებულ მონაცემებში.

უცხოელ სტუდენტებს შორის რაოდენობრივად პირველ ადგილზე არიან აზერბაიჯანის მოქალაქეები — 2,6 ათასზე მეტი, აქედან 557 განათლებას სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში იღებდა.

შემდეგ მოდიან ინდოეთის მოქალაქეები — 2,5 ათასზე მეტი სტუდენტი, ერაყის — 974, ნიგერიის — 439 და თურქეთის — 360.

უცხოელი სტუდენტები საქართველოში, ძირითადად, უპირატესობას ანიჭებენ სოციალურ მეცნიერებებს, ბიზნესს, იურისპრუდენციასა და მედიცინას.

უცხოელ აბიტურიენტებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლისთვის სჭირდებათ მხოლოდ სრული საშუალო განათლების ატესტატის წარდგენა. მათთვის საჭირო არ არის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარება, თუ სწავლისთვის სახელმწიფო გრანტის მიღება არ სურთ. დაფინანსება შეიძლება 100%-იანიც იყოს.

ყველა ახალი ამბავი
0