ზურაბ ცქიტიშვილი: ბევრმა მეწარმემ არც კი იცოდა, რას იწვევს ტრანსიზომერი
„მომხმარებელთა დაცვა სხვა არაფერია, გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ახორციელებს კონტროლს, აწვდის ინფორმაციას. მაგალითად, ძალიან ბევრმა მეწარმემ საერთოდ არ იცოდა რას იწვევდა ტრანსიზომერი, სანამ ჩვენ არ შევხვდით და არ ავუხსენით“, — განაცხადა ცქიტიშვილომა.
საქართველოს მთავრობამ 1 აგვისტოდან სურსათში ტრანსცხიმების შემცველობის შეზღუდვის გადაწყვეტილება მიიღო, რომლის შესაბამისად, 100 გრამ სურსათში მათი შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს 2 გრამს, ასევე საერთოდ ელიმინირებულია (0გრ.) ტრანსცხიმები ბავშვთა კვებაში.