სიერა–ლეონეში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად 200–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

© REUTERS / Jaime Saldarriagaმაშველები ქალაქ მოკოაში დამანგრეველი მეწყრის შემდეგ
მაშველები ქალაქ მოკოაში დამანგრეველი მეწყრის შემდეგ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეწყერი და წყალდიდობა სიერა–ლეონეში 200–ზე მეტი ადამიანის, მათ შორის 60 ბავშვის დაღუპვის მიზეზი გახდა

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. სიერა–ლეონეში (დასავლეთ აფრიკა) მეწყრის ჩამოწოლისა და წყალდიდობის გამო 200–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА-Новости სააგენტო "ასოშიეითედ პრესზე" დაყრდნობით.

ადგილობრივი მასმედიის ცნობით, დაღუპულთა შორის 60–მდე ბავშვია.

მანამდე სააგენტო "როიტერმა" განაცხადა, რომ მეწყერი ორშაბათს, დილით ადრე ჩამოწვა ქალაქ რიჯენტში (დედქალაქთან ახლოს). ათობით სახლი აღმოჩნდა დატბორილი. ასევე იუწყებოდნენ, რომ ნანგრევებში ასობით ადამიანი შეიძლება იყოს.

ქვეყნის ვიცე–პრეზიდენტმა ვიქტორ ფომ განაცხადა, რომ მეწყრის გამო შეიძლება ასობით მსხვერპლი იყოს.

კატასტროფის ადგილზე სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობისთვის სამხედრო მოსამსახურეები გაგზავნეს.

ყველა ახალი ამბავი
0