თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ხელბურთში (U-19) ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ჩილეს ნაკრებთან წააგო – 24:29 და ამით დაასრულა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლა, რომელიც ამ დღეებში თბილისში მიმდინარეობს.
ბექა ორჯონიკიძის გუნდს პლეი–ოფში გასვლის შანსი კიდევ ჰქონდა. ამისთვის მათ ბოლო ტურში უნდა მოეგოთ ჯგუფის აუტსაიდერი ჩილეს ნაკრებისთვის და ამასთან, ალჟირი იაპონიასთან შეხვედრაში უნდა დამარცხებულიყო.
ალჟირელებმა კი წააგეს იაპონელებთან, მაგრამ ქართველებმა თავისი ამოცანის შესრულება ვერ შეძლეს.
ქართველმა ხელბურთელებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს (ალჟირთან). გატანილი და გაშვებული ბურთების რაოდენობა ასეთია – 124:166.
ჯგუფური ეტაპის შედეგებით მასპინძლებმა მეხუთე ადგილი დაიკავეს. ისინი მონაწილეობას მიიღებენ პრეზიდენტის თასის გათამაშებაში, რომელშიც სხვა ჯგუფებში ასევე მეხუთე ადგილზე გასული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
ამჟამად ცნობილია 1/8 ფინალის შემდეგი წყვილები:
იაპონია – ეგვიპტე
დანია – გერმანია
ესპანეთი – პოლონეთი
სამხრეთ კორეა – რუსეთი
საფრანგეთი – ჩილე
ისლანდია – შვედეთი/ბაჰრეინი
სლოვენია – პორტუგალია/ხორვატია
პორტუგალია/ხორვატია – ტუნისი
ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი თბილისში 20 აგვისტომდე გაგრძელდება.