თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სამხედრო გზაზე მოძრაობა ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის ნებადართულია, საკონტროლო–გამშვებმა პუნქტმა „ყაზბეგმა“ მუშაობა განაახლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს–ზე დაყრდნობით.
„გზა გაიხსნა, საბაჟო მუშაობს“, – განაცხადა შსს–ს პრეს–სამსახურის თანამშრომელმა.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, მდინარე თერგში წყლის დონის მომატების გამო საავტომობილო მოძრაობა 3 საათით შეწყდა. მოგვიანებით გარემოს დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ე. წ. სამხედრო გზაზე ღვარცოფი ჩამოწვა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა საკონტროლო–გამშვები პუნქტ „ყაზბეგის“ დაკეტვისა და იქ მყოფი ადამიანების ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო.