მაშველები სვანეთში უკრაინელ ტურისტებს დაეხმარნენ

© photo: Sputnik / David Sholomovich / გადასვლა მედიაბანკშივერტმფრენი МИ-8
ვერტმფრენი МИ-8 - Sputnik საქართველო
გამოწერა
უღელტეხილზე ჩარჩენილი ტურისტების გადარჩენის ოპერაცია ვერტმფრენით განხორციელდა

თბილისი, 14 აგვისტო – Sputnik. საქართველოს შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ვერტმფრენით გამოიყვანეს უკრაინელი ტურისტები, რომლებიც მესტიაში, ბაშილის უღელტეხილზე გზას ვეღარ აგრძელებდნენ, აღნიშნულია სააგენტოს Facebook–გვერდზე განცხადებაში.

განცხადება ტურისტების გასაჭირის შესახებ შსს–ს გადაუდებელი დახმარების „112“–ის ცენტრში შევიდა.

„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს მესტიის სამთო-სამაშველო ჯგუფმა შეტყობინების მიღებისთანავე, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, სამაშველო ოპერაცია წარმატებით განახორციელა და სამივე ტურისტი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

 


ყველა ახალი ამბავი
0