ტემპერატურის ვარდნა 15-16 აგვისტოს 29-34 გრადუსამდე, 17 აგვისტოს კი 25-30 გრადუსამდეა ნავარაუდევი.
სამი დღის ამინდის პროგნოზი ასეთია:
სამშაბათი, 15 აგვისტო
დასავლეთ საქართველოში მოღრუბლულობა, უმეტეს რაიონებში წვიმა ელჭექით, ზოგიერთ ადგილას კი ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით +20-25 გრადუსი, დღისით კი 26_31 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით +10-15, დღისით 20-25 გრადუსი სითბო იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. საღამოს უმეტეს რაიონებში ნავარაუდევია წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით + 18-23, დღისით — +31-36 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში ღამით +9-14, დღისით 18-23 გრადუსი სითბო იქნება.
თბილისში ალაგ-ალაგ მოღრუბლულობა, ღამით კი ხანმოკლე წვიმა ელჭექით იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა ღამით +22 გრადუსი, დღისით კი +34 გრადუსი იქნება.
ოთხშაბათი, 16 აგვისტო
დასავლეთ საქართველოში პერიოდულად მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს.
დაბლობში ჰაერის ტემპერატურა ღამით + 19-24 გრადუსი, დღისით — +29-24 გრადუს იქნება. მაღალ მთაში ღამით 9-14 გრადუსი, დღისით +24-29 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოშიც მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტის სიჩქარით დაუბერავს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში +18-23 გრადუსი, დღისით 29-34 გრადუსი სითბო იქნება.
მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატურა +9-14, დღისით + 16-21, ზოგიერთ ადგილას კი +26 გრადუსსაც მიაღწევს.
ღრუბლიანი ამინდი იქნება თბილისშიც, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ჰაერის ტემპერატურა ღამით +22, დღისით +33 გრადუსს მიაღწევს.
ხუთშაბათი, 17 აგვისტო
დასავლეთ საქართველოში პერიოდულად მოღრუბლულობა და ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. დაბლობში ჰაერის ტემპერატურა ღამით + 20-25გრადუსი, დღისით — +26-31 გრადუს იქნება. მაღალ მთაში ღამით 9-14 გრადუსი, დღისით +21-26 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოშიც მოსალოდნელია ღრუბლიანი ამინდი, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტის სიჩქარით დაუბერავს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით +19-24 გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო იქნება. მაღალ მთაში ღამით + 9-14, დღისით + 11-16 გრადუსი სითბო იქნება.
თბილისში ასევე მოსალოდნელია ღრუბლიანი მინდი, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქარი წამში 10-15 მეტრი სიჩქარით დაუბერავს. ჰაერის ტემპერატურა ღამით +22, დღისით +26 გრადუსს მიაღწევს.