ირანის ქალაქ დიზფულში ადამიანები ქლორით მოიწამლნენ

© photo: Sputnik / Александр Князевირანის ქალაქი ტუსი
ირანის ქალაქი ტუსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებულებს აღენიშნებათ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები და გაზით მოწამვლის სხვა სიმპტომები.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. ირანის სამხრეთ–დასავლეთით, ქალაქ დიზფულის საცავში ქლორის გაჟონვა მოხდა, რის გამოც 362 ადამიანი მოიწამლა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости სააგენტო IRNA–ზე დაყრდნობით.

დაშავებულებს აღენიშნებათ სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები და გაზით მოწამვლის სხვა სიმპტომები. მედიკოსებმა მათ სასწრაფო დახმარება აღმოუჩინეს. უმეტესობა საავადმყოფოდან უკვე გაეწერა.

მომხდარის დეტალები ცნობილი არ არის.

 

ყველა ახალი ამბავი
0