ამბროლაურის რაიონში სამი სოფელი გარესამყაროს მოწყდა

© AFP 2024 / Diptendu Dutta მეწყერი
მეწყერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მთის ჩამოშლა გრძელდება, ამიტომ გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით შეუძლებელია. შექმნილია ოპერატიული შტაბი.

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. რაჭაში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლუხუნის ხეობის სოფლები — ლიხეთი, აბარი და ურავი, გზაზე მთის ჩამოშლის გამო, გარესამყაროს მოწყდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

როგორც ტელეარხს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მალხაზ ლომთაძემ განუცხადა, ჯერ ცნობილი არ არის, როდის მოხერხდება დამაკავშირებელი გზის აღდგენა სოფლებთან, რომლებშიც დაახლოებით 900 ოჯახი ცხოვრობს.

გამგებლის თქმით, მთის ჩამოშლა გრძელდება, ამიტომ გაწმენდითი სამუშაოების დაწყება ჯერჯერობით შეუძლებელია. შექმნილია ოპერატიული შტაბი.

"სამწუხაროდ, არის სავალალო მდგომარეობა… დავუკავშირდით გეოლოგიურ სამმართველოს. მიმდინარეობს კვლევითი სამუშაოები და ვეძებთ გამოსავალს… არის საუბარი ალტერნატიული გზის გაკეთებაზეც. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობას პრობლემები არ შეექმნას", — განაცხადა მალხაზ ლომთაძემ.

ყველა ახალი ამბავი
0